ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქი ვიდინის მიტროპოლიტი დანიელი გახდა


ბიოგრაფიული ცნობები:

მიტროპოლიტი დანიელი (ერში ათანასე ნიკოლოვი) დაიბადა 1972 წლის 2 მარტს.

სკოლის დასრულების შემდეგ ინგლისურ ფილოლოგიასა და ღვთისმეტყველებას სწავლობდა სოფიის წმინდა კლიმენტი ოჰრიდელის სახელობის უნივერსიტეტში.

1999 წელს აღიკვეცა მონაზვნად.

2002 წელს დაამთავრა ღვთისმეტყველების ფაკულტეტი.

2008 წელს მისი ეპისკოპოსად ქიროტონია შედგა, რის შემდეგაც დაინიშნა ნევროკოპის, მოგვიანებით კი აშშ-ს, კანადისა და ავსტრალიის მიტროპოლიტ იოსების ვიკარიუსად.

2018 წლიდან იყო ვიდინის მიტროპოლიტი.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე, არჩევნების მეორე ტურში მიტროპოლიტმა დანიელმა 69 ხმა მიიღო, ხოლო მიტროპოლიტმა გრიგოლმა - 66.

მსგავსი განცხადებები: