კრეტის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს


2024 წლის 10 ოქტომბერს ირაკლიონში გაიმართა კრეტის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
 
კრეტის ეკლესია შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინასა და პალესტინაში მიმდინარე ომების გამო და შეძრწუნებულია საომარი მოქმედებების შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალების გამო.
 
იგი ასევე შეშფოთებულია მოსწავლე-ახალგაზრდობაში მომრავლებული ბულინგის შემთხვევების გამო და მიიჩნევს, რომ პრობლემის წყაროს წარმოადგენს ჩვენს საუკუნეში გამეფებული სულიერების დეფიციტი.
 
ვლოცულობთ ქრისტეს მიმართ მშვიდობისთვის, სიყვარულისა და სოლიდარობისთვის, რათა აღმოვფხვრათ ჩვენი ეპოქის სულიერების პრობლემა, განეშოროს ჩვენს გულებს წყვდიადი და მათში ქრისტეს ნათელი შევიდეს.
 
კრეტის ეკლესიის წმინდა სინოდი.
 
წყარო: https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/65646-ekklisia-kritis-agonia-gia-polemous-se-oukrania-kai-m-anatoli

მსგავსი განცხადებები: