- 2023/10/28
2023 წლის 24 ოქტომბერს, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტ საბას მეთაურობით პოლონეთის ავტოკეფაკური ეკლესიის წმინდა სინოდის საშემოდგომო სესია გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში საეკლესიო ცხოვრების მიმდინარე მდგომარეობა და ხაზი გაესვა ეკლესიის ერთობის საჭიროებას, რომელიც დარღვეულია უკრაინაში ეკლესიის არაკანონიკური მდგომარეობის გამო.
პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში სახელმწიფო უწყებების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის გამო და აღნიშნა, რომ ქრისტეს ეკლესიას ონტოლოგიური განზომილება გააჩნია და შეუძლებელია დაექვემდებაროს ადამიანთა იურიდიულ რეგულაციებს, იგი იმართება თავად იესო ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის მიერ.
პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი, პავლე მოციქულის მოხმობის: "მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ"(რომ. 12.18) თანახმად, აკეთებს მოწოდებას უკრაინასა და წმინდა მიწაზე მშვიდობისათვის ლოცვისაკენ, სადაც დაწყებული ომების შედეგად უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან.
წყარო: https://www.romfea.gr/ekklisies-ts/ekklisia-polonias/59623-anakoinothen-tis-ieras-synodou-tis-ekklisias-tis-polonias?fbclid=IwAR3C-T1r51w0eLO6PSBdaW5bj4hWc-jAynRcpAlWT6Ue6_jaCS0u1BpJWdc
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27