- 2023/10/12
მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით იერუსალიმში რუსული მისიის ახალ წინამძღვრად დადგინდა ბულგარეთის ხელისუფლების მიერ დეპორტირებული არქიმანდრიტი ბასიანე ზმეევი.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წარმომადგენლად ბულგარეთში დაინიშნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვენისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვლადიმირ ტიშჩუკი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 21 სექტემბერს, ბულგარეთის ხელისუფლებამ ქალაქ სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბასიანე ზმეევი და რუსული მისიის კიდევ ორი წევრი ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური ბულგარეთი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანაში ყოფნა ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველია.
წყარო: http://www.patriarchia.ru/db/text/6066199.html
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19