უცხოეთის რელიგიური ქრონიკა


უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებების შედეგად კიდევ ორი ტაძარი დაზიანდა

▪️ უკრაინაში რუსეთის მიერ მიმდინარე საომარ მოქმედებების შედეგად კიდევ ორი ტაძარი დაზიანდა.

▪️ ქ. ნიკოლაევის გემთმშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარი.

▪️ წმინდა ეკატერინეს სახელობის ორსართულიანი ეკლესია რამდენიმე წლის წინ აშენდა და არქიტექტურით გამოირჩევა. მისი პირველი სართული ღირსი იობის, პოჩაევოს იღუმენის სახელობისაა და მთლიანად მიწის ქვეშ არის მოქცეული.

▪️ დონეცკში, მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში, სარაკეტო იერიშის შედეგად ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ფასადი. ტაძრის ტერიტორიაზე მიმოფანტულია რაკეტის ნამსხვრევები. საბედნიეროდ, არავინ გარდაცვლილა.

▪️ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

➡️ წყარო - https://bit.ly/3JpjKZa

მსგავსი განცხადებები: