- 2023/09/23
2023 წლის 21 სექტემბერს, ბულგარეთის ხელისუფლებამ ქალაქ სოფიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბასიანე ზმეევსა და დეკანოზ ევგენი პაველჩუკს 24 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად. ოფიციალური ბულგარეთი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანაში ყოფნა ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველია.
ფაქტს გამოეხმაურა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახური:
"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პროტესტს გამოთქვამს თავისი წარმომადგენლების ბულგარეთიდან უსაფუძვლო გამოძევებასთან დაკავშირებით. მღვდელმსახურების გაძევება, რომელთა მოწოდება ღმერთისა და ხალხის მსახურება, მშვიდობისა და ძმობის ქადაგებაა ერთა შორის - აღმაშფოთებელი საქციელია, ნაკარნახებია რუსოფობიური მოტივებით და სურვილით წაიშალოს ბულგარეთისა და რუსეთის საერთო ისტორიის დიდებული ფურცლები".
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბულგარეთის ხელისუფლების უხეში ქმედებები მიზნად ისახავს ორ ეკლესიას შორის კავშირის გაწყვეტას და მოძმე ერებში შუღლის გაღვივებას.
ბულგარული მედიის ინფორმაციით, არქიმანდრიტ ბასიანეს ქვეყანაში შესვლა ჩრდილოეთ მაკედონიამაც აუკრძალა.
წყარო: http://www.patriarchia.ru/db/text/6061639.html
წყარო: https://spzh.news/.../76062-bolharija-vysylaet-iz-strany
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19