მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი ესპანეთში


შაბათს, 14 ოქტომბერს, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთისა და პორტუგალიის სამიტროპოლიტოს ეწვია.

მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში მას მიტროპოლიტი ბესარიონი და პროტოსინკელოსი, არქიმანდრიტი თეოფილაქტე დახვდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა საბერძნეთის ელჩი ესპანეთში, ილია ფოტოპულოსი და საელჩოსა და სამიტროპოლიტოს სხვა თანამშრომლები.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო პატრიარქი მეფე ფილიპე VI-ს, მადრიდის მთავარეკისკოპოსს - კარდინალ ხოსე კობო კანოს და ესპანეთის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭოს წევრებს შეხვდა. სალამანკას უნივერსიტეტში მას მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. იგი ასევე პირადად შეხვდა თურქეთისა და საბერძნეთის ელჩებს და ვატიკანის სამოციქულო ნუნციუსს ესპანეთში.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციაში ასევე იმყოფებოდნენ: ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი, ლიმნოსის მიტროპოლიტი იეროთეოსი, საფრანგეთის მიტროპოლიტი დიმიტრი და მსოფლიო საპატრიარქოს სხვა თანამშრომლები.

წყარო: https://ec-patr.org/%CE%BF-%CE%BF%CE%B9%CE%BA%CE%BF%CF%85%CE%BC%CE%B5%CE%BD%CE%B9%CE%BA%CF%8C%CF%82-%CF%80%CE%B1%CF%84%CF%81%CE%B9%CE%AC%CF%81%CF%87%CE%B7%CF%82-%CF%83%CF%84%CE%B7%CE%BD-%CE%B9-%CE%BC%CE%B7%CF%84%CF%81/

მსგავსი განცხადებები: