2023 წლის 26 სექტემბერს, ვანის კულტურის სახლში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული წარმოდგენა: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ლევან კაციაშვილი, ნინო ანდრიაძე, ზურაბ არუსია და ნიკოლოზ კვანტალიანი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია).
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა კაკო ვაშალომიძის ჯაზ-ბენდმა: "დიქსი ლენდი".
































