როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები და ამ ტაძრებთან არსებულ სამრევლოები ახორციელებენ სხვადასხვა ინდივიდუალური პროექტს.
პროექტების მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობასთან აქტიური ურთიერთობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, შემეცნებითი და საგანმანათლებლო საღამოების გამართვა.
ამჯერად მორიგი პროექტი, სახელწოდებით ,,ციფრული სიტყვა", თბილისის წმინდა მოწამეთა კვირიკე და ივლიტას სახელობის ტაძარში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან შედგა კინოჩვენებები და შეხვედრები, რომლებზეც გააანალიზეს და ისაუბრეს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მეტად ნაყოფიერი, ეფექტიანი საშუალებაა მრევლთან ურთიერთობისათვის.






















