საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა N11 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცეს


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ღონისძიებები გრძელდება.

2023 წლის 31 დეკემბერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, №11 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან იმყოფებოდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.

საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად დაწესებულებაში მომღერალთა ჯგუფიც იმყოფებოდა, რომელმაც მსჯავრდებულებს საეკლესიო საგალობლები და საესტრადო სიმღერები შეუსრულა.

მსგავსი განცხადებები: