თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოდგენა 'გამარჯობა აფხაზეთო შენი' გაიმართა (27.09.2023)


2023 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა წარმოდგენა სახელწოდებით: „გამარჯობა აფხაზეთო შენი“.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მხარდაჭერით გაიმართა.

საღამოს ორგანიზატორების განცხადებით, წარმოდგენა ერთგვარი სიყვარულის გზავნილია ჩვენი აფხაზი თანამემამულეებისთვის.

წარმოდგენას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და სხვა პირები დაესწრნენ.

მსგავსი განცხადებები: