2023 წლის 12 ოქტომბერს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი: "საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია", რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: გიორგი ჯიქურიძე, ზურაბ არუსია, გოგა თავაძე და ლაშა გრძელიძე.
საღამო კაკო ვაშალომიძის ჯაზ ბენდ ,,დიქსი ლენდის" კონცერტით დასრულდა.











































