წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი თეატრალურ უნივერსიტეტში


2024 წლის 8 მარტს თეატრალურ უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების „იცანი“ ორგანიზებით, თეატრალურ უნივერსიტეტში წარმოდგენილი იყო წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ თბილისის სხვადასხვა სკოლების დირექტორები, რომელთაც მეტად დადებითად მიიღეს აღნიშნული წარმოდგენა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებამ „იცანი“ მათ გააცნეს ფორმა ურთიერთობისა, რომლითაც ისინი ცდილობენ კომუნიკაცია დაამყარონ მოსწავლე ახალგაზრდობასთან.

მხარეებს შორის გამოითქვა შემდგომი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების სურვილი.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: