სპექტაკლის 'გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!' ჩვენება ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში


2023 წლის 6 ნოემბერს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა წარმოდგენა: "გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!", რომლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია პროფესორი მანანა ბერიკაშვილი.

წარმოდგენაში მონაწილეობდნენ დრამის ფაკულტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის სტუდენტები: ნინი ნოზაძე, მარი ენგურელი, მარიამ ყიფიანი, ანი ეზიაშვილი, ანი ბუბუტეიშვილი, ელენე მინდიაშვილი, ლალი გოგიძე, ელენე თავართქილაძე, ნიკო ფიფია, ბექა რუხაძე და ნიკა გუგუნავა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: