მარაბდის გმირებისადმი მიძღვნილი თეატრალური წარმოდგენა კრწანისის სასწავლო ცენტრში


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების „იცანი" ორგანიზებით იმართება.

„მარაბდის გმირები და ცხრა ძმა ხერხეულიძე“ - ამ სახელწოდების თეატრალური წარმოდგენა დღეს, 2023 წლის 20 ივლისს, კრძანისის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

20.07.2023

მსგავსი განცხადებები: