პროექტის 'ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში' ტრადიცია გრძელდება


17 წელია საქართველოს საპატრიარქოს ფონდი “ლაზარე” და მისი პარტნიორები - “სათემო განვითარების ორგანიზაცია (Community Development NGO), “მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ და „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“ ერთგულები არიან რა, მშვიდობის, ტოლერანტობის და მიმღებლობის ღირებულებების მიმართ, სიამაყით აგრძელებენ წვლილის შეტანას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად.

14-20 ივნისი - ლიდერობისა და ტრანსფორმაციის კვირა

ბობოყვათის რეზიდენციის თვალწარმტაცმა და შთამაგონებელმა გარემომ, დაგეგმილი სამშვიდობო ბანაკის ლიდერთა კიდევ ერთ ჯგუფს უმასპინძლა. წელს ლიდერების გუნდი აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის - ქართველ, აფხაზ, სომეხ და აზერბაიჯანელ -16 მოტივირებულ, ნიჭიერ და კრეატიულ ახალგაზრდას.

უნარები მშვიდობიანი მომავლისთვის

იმისთვის, რომ მონაწილეებმა წარმატებით გაართვან თავი ბანაკის მართვას და განივითარონ საჭირო უნარები, რომლებიც დაეხმარებათ მშვიდობიანი მომავლის შექმნაში, მათ შეისწავლეს:

• ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფის მართვა;

• კონფლიქტის არსი და კონფლიქტის მართვა;

• ტოლერანტობის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების დაცვა და განვითარება.

მომავალი ტრენერების თაობა

ჩვენი პროექტი არა მხოლოდ აძლიერებს ახალგაზრდების ცოდნასა და უნარებს ლიდერობაში, ფასილიტაციაში, თუ კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, არამედ, ტრენერთა ტრეინინგის (ToT) პროგრამის საშუალებით, ხელს უწყობს ტრენერთა ახალი თაობის მომზადებას.

ახალგაზრდების დაახლოვება და დამეგობრება

ლიდერების ტრეინინგის შედეგად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ აქტივობამ წვლილი შეიტანა პროექტის ძირითადი მიზნის - სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობის - მიღწევაში - ლიდერებს შორის უკვე ჩამოყალიბდა ძლიერი ურთიერთგაგება, პატივისცემა და მეგობრობა.

დიდი მადლობა საქართველოს საპატრიარქოს და შვეიცარიულ ფონდს HEKS-EPER-ს წლების მანძილზე გაწეული შეუქცევადი მხარდაჭერისთვის.

მსგავსი განცხადებები: