2023 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული წარმოდგენა: "საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია", რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: გიორგი ჯიქურიძე, ზურაბ არუსია, გოგა თავაძე და ლაშა გრძელიძე.
წარმოდგენის შემდეგ გაიმართა კონცერტი ზაზა მარჯანიშვილის და დავით ჯაფარიძის შესრულებით.



































