წმინდა მიქაელ ტვერელის ტაძარში ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრა და მკლავჭიდში შეჯიბრი გაიმართა


წმინდა მიქაელ ტვერელის ტაძრის სააქტო დარბაზში, ამავე ტაძრის სამრევლოს ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა ახალგაზრდა სპორტსმენებთან ჯანსაღი ცხოვრების და ქრისტიანული თვალთახედვის შესახებ, რის შემდეგაც ტაძრის სიახლოვეს შედგა სპორტული, სამოყვარულო შეჯიბრი მკლავჭიდში.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

აქტივობა ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომელიც ,,არა ნარკოტიკს"-აქციის ფარგლებში ტარდება.

საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"

24.10.2023

მსგავსი განცხადებები: