წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლის წარმოდგენა გურამ დოჩანაშვილის სახელობის საერთაშორისო ქართულ სკოლაში


2023 წლის 14 ნოემბერს, გურამ დოჩანაშვილის სახელობის საერთაშორისო ქართულ სკოლაში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი: "გრიგოლ ფერაძე", რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკა კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

მსგავსი განცხადებები: