მარაბდის გმირებისა და ცხრა ძმა ხერხეულიძისადმი მიძღვნილი საღამო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიაში 'მოდინახე'


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით იმართება.

მორიგი საღამო, რომელიც 2023 წლის 29 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიაში "მოდინახე" გაიმართა, მარაბდის გმირებსა და ცხრა ძმა ხერხეულიძეს მიეძღვნათ.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: