ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის 29 ტომეულის წარდგენა გაიმართა


2024 წლის 14 მარტს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული გალობის 29 ტომეულის წარდგენა გაიმართა.

წარდგენას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.

მიტროპოლიტმა შიომ დამსწრე საზოგადოებას ამ მოვლენასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო. პატრიარქის წერილში ხაზგასმულია, რომ საეკლესიო გალობა ჩვენი ერის იდენტობისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია და მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული. წერილში საუბარია იმაზე, თუ როგორ გადარჩა და დღემდე მოვიდა ქართული უნიკალური საგალობლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი დონაძემ.

მსგავსი განცხადებები: