კონკურსის "ქრისტიანობა საერო და სასულიერო განათლებაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სვანეთის სამდღიანი მომლოცველობითი-საგანმანათლებლო ტურით, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი სასულიერო პირები წარუძღვნენ.
აღნიშნული ღონისძიება ღირებულებითი განათლების ეგიდით გაიმართა. მოხდა ტაძრებისა და სიწმინდეების მოლოცვა, აგრეთვე სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზემის გაცნობა.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ სასულიერო პირებთან და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან მათთვის მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრათ არაფორმალურ გარემოში.
ფოტო: ნინო სოზაშვილი












































