საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება 'იცანის' ორგანიზებით, გრძელდება თეატრალური წარმოდგენები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, 2023 წლის 5, 6, 7, 8, 11, 12, 13, 14, 15, 18, 19 და 20 დეკემბერს, გურამ დოჩანაშვილის სახელობის საერთაშორისო ქართულ სკოლაში, თბილისის მე-6, მე-9, მე-60, 54-ე 61-ე, 62-ე და 122-ე საჯარო სკოლებში, კერძო სკოლა „ჰელიოსში“, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და საგარეჯოს კულტურის სახლში, წარმოდგენილი იყო სპექტაკლები: „მარაბდის გმირები“, „ამბროსი ხელაია“ და „გრიგოლ ფერაძე“.

ღონისძიების დასაწყისში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა: დეკანოზებმა შალვა ჯაჯანიძემ და იოანე გორელიშვილმა, მღვდლებმა თეოდორე ფარნაშვილმა, ზაქარია ინატაშვილმა, თეიმურაზ ქორიძემ, გაბრიელ ბარბაქაძემ და არქიმანდრიტმა მიქაელ ბრეგვაძემ.

მსგავსი განცხადებები: