მორიგი ახალი პროექტი: 'ერთი დღე მუზეუმში'


მორიგი ახალი პროექტი ,,ერთი დღე მუზეუმში" საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, მღვდელ იაკობ მუჯირის ორგანიზებით განხორციელდა.

პროექტი ითვალისწინებს ბავშვებისთვის სხვადასხვა მუზეუმის სივრცეში დაცული ხელოვნების ნიმუშებისა და ექსპონატების გაცნობას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2023 წლის 23 ივნისს, ბავშვები ეწვივნენ სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც ხელოვნებათმცოდნის მეგზურობით შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართველ მხატვართა და მოქანდაკეთა შემოქმედებას.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

 

მსგავსი განცხადებები: