საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა მოხუცებს ილიაობა მიულოცეს


ამა წლის 2 აგვისტოს ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, დეკანოზი იოანე გორელიშვილი და მღვდლები: თეოდორე ფარნაშვილი, ზაქარია ინატაშვილი და გიორგი როჭიკაშვილი ესტუმრნენ ხანდაზმულთა სახლ „ბასილიადას“, რუსთავის მოხუცთა პანსიონს, მოხუცთა თავშესაფარს „ჩემს ტკბილ ოჯახში“ და ჩხენკელის I შესახვევში არსებულ ხანდაზმულთა პანსიონს, სადაც ჯამში 150 ბენეფიციარს ილიაობა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. შესრულდა აგრეთვე საღვთო ლიტურგია და მოხუცებმა წმინდა ზიარება მიიღეს.

მსგავსი განცხადებები: