გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით იმართება.
მორიგი საღამო, რომელიც 2023 წლის 25 მაისს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გაიმართა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს მიეძღვნა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი




















































