თბილისის წმინდა ბარბარეს ტაძრის საკვირაო სკოლაში წიგნის კითხვის მოყვარულთა კლუბი დაარსდა


2024 წლის 13 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლაში დაარსდა წიგნის კითხვის მოყვარულთა კლუბი.

მსურველებს რეგისტრაცია ისნის წმინდა ბარბარეს ტაძარი-ს Facebook-ის გვერდის ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეუძლიათ. შეკრების დღე კვირა, 11:30 საათი. (მომავალი კვირიდან).

საკვირაო სკოლას კლუბის შექმნაში დახმარება გაუწიეს სამინისტროს წარმომადგენელმა, ანი კუდუხაშვილმა და მოწვეულმა მწერალმა თათული ღვინიანიძემ; აგრეთვე გამომცემლობა „პალიტრა ლ“-მა, რომელმაც კლუბი წიგნებით უზრუნველყო.

უახლოეს მომავალში მსგავსი კლუბების გახსნა სხვა საკვირაო სკოლებშიც იგეგმება.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: