2024 წლის 11- 31 იანვარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების „იცანი“ ორგანიზებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, პენიტენციური დეპარტამენტის არასრულწლოვანთა მე-11 დაწესებულებაში, თბილისის მე-9, 23-ე, 41-ე, 65-ე, მე-100, 156-ე და 161-ე საჯარო სკოლებში, I ექსპერიმენტულ სკოლაში, იტალიურ სკოლასა და ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, წარმოდგენილი იყო სპექტაკლები: „შობის ღამის სტუმარი“ და „გრიგოლ ფერაძე“.
პროექტებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა სამრევლოებმა:
თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი - დეკანოზი ლევან ალადაშვილი;
წმინდა მოწამეთა კვირიკე და ივლიტას სახელობის ტაძარი - დეკანოზი გიორგი ყიფშიძე;
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ტაძარი - დეკანოზი დავით ტატანაშვილი;
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი - დეკანოზი გიორგი შაშვიაშვილი;
წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი - დეკანოზი იოანე გორელიშვილი;
წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძარი - მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი;
დიდუბის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი - მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი;
ვაზიანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი - მღვდელი გაბრიელ ბარბაქაძე.




















































