'ერთმანეთით განათებული დღე'


2023 წლის 1 მაისს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით მორიგი პროექტი განხორციელდა.

სასულიერო პირებმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრისა და სამთავროს დედათა მონასტრის მოსალოცად წაიყვანეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 61 უსინათლო პირი, რომელთაც გააცნეს აღნიშნული ძეგლების ისტორია, ასევე საშუალება მისცეს, ხელით შეხებოდნენ წმინდა მეფეთა და დედოფალთა საფლავებს, ორნამენტებსა და ჩუქურთმებს მათი უკეთ აღქმისათვის.

დღის ბოლოს გაიმართა ტრაპეზი, სადაც არაფორმალურ გარემოში პროექტის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, ესაუბრათ სასულიერო პირებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მსგავსი განცხადებები: