ღონისძიება 'მშვიდობისათვის'


საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, უკრაინის საელჩო საქართველოში და „N STUDIA“ ორგანიზებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ღონისძიება ,,მშვიდობისათვის".

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების, თბილისის სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეთა ნახატები და ნამუშევრები.

ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში გაიმართა.

25.12.2022

მსგავსი განცხადებები: