2023 წლის 22 აგვისტოს, წეროვანში, დევნილთა დასახლებაში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის „იცანი“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ლევან კაციაშვილი, ნინო ანდრიაძე, ზურაბ არუსია და ნიკა კვანტალიანი.
საღამო მუსიკალურად გააფორმა ჯაზ-კვარტეტმა კაკო ვაშალომიძის ხელმძღვანელობით.































