საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთობლივი ძალისხმევითა და ხელშეწყობით, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი 'რკინის კლასი' გაიმართა


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთობლივი ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთათვის თეატრალიზებული წარმოდგენები იმართება.

გასულ კვირას, თეატრალიზებული წარმოდგენა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების მონაწილეობით ამჯერად №16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა. მსახიობებმა სპექტაკლი „რკინის კლასი“ წარმოადგინეს.

დაწესებულებებში აღნიშნული ღონისძიებები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით იმართება.

წყარო: სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia

მსგავსი განცხადებები: