ო. ჰენრის ნაწარმოების, „მოგვების საჩუქრის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი ტაბახმელაში


2023 წლის 24 აგვისტოს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და შემოქმედებითი სტუდია "5+2"-ის ორგანიზებით, ტაბახმელას საზოგადოებრივ სკვერში წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელის მწერლის, ო. ჰენრის ნაწარმოების, „მოგვების საჩუქრის“ მიხედვით, ლევან წულაძისა და მანანა კაზაკოვას მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდნენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები: ბესო ბარათაშვილი და თამუნა ბუხნიკაშვილი.

საღამო მუსიკალურად გააფორმა კაკო ვაშალომიძის ჯაზ-ბენდმა „დიქსი ლენდი“

მსგავსი განცხადებები: