2023 წლის 16 ოქტომბერს, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და შემოქმედებითი სტუდია "5+2"-ის ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელის მწერლის, ო. ჰენრის ნაწარმოების, „უკანასკნელი ფოთლის“ მიხედვით, ლევან წულაძისა და მანანა კაზაკოვას მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობდნენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები: თამარ ბუხნიკაშვილი, ქეთი ცხაკაია და ბესო ბარათაშვილი.
საღამო მუსიკალურად გააფორმა კაკო ვაშალომიძის ჯაზ-ბენდმა „დიქსი ლენდი“.


































