კონკურსი 'ცოდნა ძალაა'


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით, თბილისის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი მართავს კონკურსს სახელწოდებით ,,ცოდნა ძალაა".

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ცოდნის დონისა და ცნობიერების ამაღლება ისეთი საკითხების თაობაზე, როგორებიცაა: წმინდა წერილი, სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია) და საქართველოს ისტორია.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები.

პირველი სამი გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება შემეცნებითი ტურით, რომელსაც გაუძღვება კომპეტენტური პირი.

პროექტის ფინალური შეხვედრა გაიმართება სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში კვირას, 12 თებერვალს, 14:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია.

მსგავსი განცხადებები: