შემეცნებითი საღამო კრწანისის სასწავლო სამხედრო ბაზაზე


როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და ძალისხმევით, უკვე მრავალი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის საიუბილეო თარიღების, დაბადებიდან 90 და ინტრონიზაციიდან 45 წლის აღსანიშნავად.

ამ ღონისძიებათა მთავარი სათქმელი მისი უწმინდესობის იმ უმნიშვნელოვანესი საქმეების გახსენება და წარმოჩენაა, რომელთაც მისი პატრიარქობის დროს ჩაეყარა საფუძველი. მათ შორის, გაიმართა ისეთი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც მიეძღვნა კათოლიკოს-პატრიარქის წარდგინებით შერაცხილ წმინდანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც XX საუკუნის რთულ, ავბედობის ჟამს ქართველი ერისთვის თვალსაჩინო და სამაგალითო პიროვნებები იყვნენ.

ზემოხსენებულ ღონისძიებათა ფარგლებში, ერთი მხრივ, მისი უწმინდესობის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად და, მეორე მხრივ, სამხედრო-პატრიოტული სულის ასამაღლებლად, ძალზე საინტერესო შემეცნებითი საღამო ჩატარდა კრწანისის სასწავლო სამხედრო ბაზაზე.

საღამოს ჯარისკაცები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით შეხვდნენ. ეს კი მეტად სასიხარულო და სტიმულის მომცემია, რომ მომავალში მსგავსი შეხვედრები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ნაწილშიც აქტიურად ჩატარდეს.

 

მსგავსი განცხადებები: