ო. ჰენრის მოთხრობა 'მოგვთა საჩუქრების' მიხედვით დადგმული სპექტაკლი ბაკურიანში


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და შემოქმედებითი სტუდია ,, 5+2"-ის ორგანიზებით იმართება.

მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 27 ივლისს ბაკურიანში, 13:00, 15:00, 17:00 და 19: 00 საათებზე კინოთეატრ „დიდველში“ გაიმართა, წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელი მწერლის, ო.ჰენრის მოთხრობა, „მოგვთა საჩუქრების“ მიხედვით რეჟისორ მანანა კაზაკოვას მიერ დადგმული სპექტაკლი "საშობაო ზღაპარი", რომელშიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები: ბესო ბარათაშვილი და თამარ ბუხნიკაშვილი მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას სხვადასხვა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეები, ადგილობრივი მცხოვრებლები და დამსვენებლები დაესწრნენ.

ფოტო: ლუკა გალდავა

მსგავსი განცხადებები: