წმინდა მღვდელმოწამე ნაზარისადმი (ლეჟავა) მიძღვნილი საღამო ტექნიკურ უნივერსიტეტში


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,,იცანი" ორგანიზებით იმართება.

მორიგი საღამო, სახელწოდებით "საქმე # 381 - ბოლშევიკური ტერორი", რომელიც გუშინ, 2023 წლის 11 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს მიეძღვნა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: