თბილისის სკოლებში სპექტაკლი 'მარაბდის გმირები' წარმოადგინეს


2023 წლის 20-21 ნოემბერს, კრწანისის საჯარო სკოლასა და თბილისის 49-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „მარაბდის გმირები“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ლაშა გრძელიძე, გიორგი ჯიქურიძე, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა, დეკანოზებმა: დავით ტატანაშვილმა და იაკობ მახნიაშვილმა.

მსგავსი განცხადებები: