'გაიცანი შენი ქალაქი'


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მორიგი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდი თაობისათვის ქალაქის კულტურული და სულიერი ფასეულობების მქონე ღირშესანიშნაობების გაცნობას

ა. წ. 27 მაისს, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მღვდელმასახურის, ზაქარია ინატაშვილისა და შესაბამისი სპეციალისტის (გიდი, ისტორიის პედაგოგის) გიორგი თავართქილაძის მიერ განხორციელდა ექსკურსია წინასწარ დაგეგმილ მარშრუტებზე:

ფერისცვალების ქუჩა, ძველი თბილისური სახლი, ეზო (მისი მოწყობა), მეტეხის და წმ. აბო თბილელის ტაძარი, ასი ათასი მოწამის ხიდი, (ისტორია), სიონის ტაძარი, გუდიაშვილის სკვერი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

მოზარდები გაეცნენ თბილისის დაარსების, ისტორიული შენობების, არქიტექტურის, ქუჩების, ეზოების მოწყობის, ქალაქის მცხოვრებთა ტრადიციებისა და წესები, ასევე სხავდასხვა ტაძრის, მოედნისა თუ ძეგლის საინტერესო ისტორიებს.

პროექტების განხორციელება იგეგმება როგორც საკვირაო სკოლების, ასევე კერძო სკოლების მოზარდებისათვის, სხვადასხვა საინტერესო მარშრუტზე..

მსგავსი განცხადებები: