ო. ჰენრის მოთხრობა 'მოგვთა საჩუქრების' მიხედვით დადგმული სპექტაკლი 'ჯარის ბანაკში'


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,, 5+2" ორგანიზებით იმართება.

მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 17 ივლისს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასთან არსებულ „ჯარის ბანაკში" გაიმართა, წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელი მწერლის, ო.ჰენრის მოთხრობა, „მოგვთა საჩუქრების“ მიხედვით, რეჟისორ მანანა კაზაკოვას მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელშიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, ონისე ონიანი და თამუნა ბუხნიკაშვილი მონაწილეობდნენ.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: