წმინდა ილია მართლისადმი მიძღვნილი საღამო


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით იმართება.

მორიგი საღამო 2022 წლის 8 დეკემბერს ქ. რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა წმინდა ილია მართალს (ჭავჭავაძეს), რომელიც 1987 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის წარდგინებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანთა დასში შერაცხა.

შემეცნებით საღამოზე წმინდანის მრავალმხრივ და ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრეს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ.

ღონისძიება კლასიკური მუსიკის ფონზე წარიმართა და შესრულდა ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და საოპერო პარტიები.

მსგავსი განცხადებები: