დღეს, 2023 წლის 19 ნოემბერს, თბილისის წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში გაიმართა პროექტის: “განათლება, შემოქმედება და სულიერი განვითარება ქმნის მშვიდობას”, მონაწილეთა დაჯილდოება.
ამჯერად დაჯილდოვდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა ანსამბლის წევრები, რომელთაც გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები და კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო ჯვრები.




































