საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება 'იცანის' ორგანიზებით, გრძელდება თეატრალური წარმოდგენები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში


საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, გრძელდება თეატრალური წარმოდგენები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.

24 ნოემბერს, თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში გაიმართა წარმოდგენა „მარაბდის გმირები“;

27 ნოემბერს, კერძო სკოლა „მერმისში“ გაიმართა წარმოდგენა „ამბროსი ხელაია“;

27-28 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და რობერტ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში გაიმართა წარმოდგენა „გრიგოლ ფერაძე“;

29 ნოემბერს, თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში გაიმართა წარმოდგენა „მარაბდის გმირები“;

30 ნოემბერს, ევროპულ სასწავლებელ "ანი-zet"-ში გაიმართა წარმოდგენა „ამბროსი ხელაია“;

1-4 დეკემბერს, თბილისის 161-ე და 195-ე საჯარო სკოლებში გაიმართა წარმოდგენა „მარაბდის გმირები“.

მსგავსი განცხადებები: