- 2023/09/21
2023 წლის 19 სექტემბერს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და წმინდა სტეფანე აღმსარებლის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „კენოზისის“ ხელმძღვანელის, დეკანოზ ლევან ალადაშვილის თანაორგანიზებით, თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გაიმართა საღამო, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდეს ღვაწლს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ 1990 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების აღიარების საქმეში, რაც გამოიხატა მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან საგანგებო სიგელების ბოძებით.
საღამოზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ამირან ამირანაშვილმა და ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
საღამო მუსიკალურად გააფორმა მუსიკოსმა ტარიელ სუარმა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/11/08
- 2022/11/08
- 2022/11/11
- 2022/12/09
- 2022/12/12
- 2022/12/14
- 2022/12/25
- 2022/12/25
- 2022/12/29
- 2022/12/31
- 2023/01/11
- 2023/01/31
- 2023/02/01
- 2023/02/07
- 2023/02/10
- 2023/03/23
- 2023/03/24
- 2023/03/24
- 2023/03/29
- 2023/03/30
- 2023/04/25
- 2023/05/02
- 2023/05/02
- 2023/05/04
- 2023/05/16
- 2023/06/03
- 2023/06/15
- 2023/06/26
- 2023/07/02
- 2023/09/25
- 2023/11/08
- 2023/11/08
- 2023/12/28
- 2023/12/31
- 2024/02/18
- 2024/03/29
- 2024/04/04
- 2024/04/12
- 2024/04/16
- 2024/04/22
- 2024/05/16
- 2024/06/03
- 2024/06/11
- 2024/06/17
- 2024/06/17
- 2024/07/09
- 2024/07/30