დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარჯანიშვილის თეატრში (03.03.2024)


2024 წლის 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და შემოქმედებითი სტუდიის „5+2“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო სპექტაკლი „ერთი საშობაო ამბავი“.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პატრიარქის ნათლულთა გუნდმა „საგალობელმა“, რომელმაც მუსიკალური ნომრები შეასრულა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა ინფორმირება და ღონისძიებაზე დასწრება უზრუნველყო ორგანიზაციამ ,,გენი ქართულისათვის".

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: