კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების 'იცანი' თეატრალური წარმოდგენები 20-26 თებერვალს


2024 წლის 20-26 თებერვალს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების "იცანი" ორგანიზებით, კერძო სკოლებში "პრომეთე", "ოპიზა" და „ჰელიოსი“, უცხო ენების უმაღლეს სკოლაში "ნინო" და თბილისის 216-ე 217-ე, მე-12 და 32-ე საჯარო სკოლებში წარმოდგენილი იყო სპექტაკლები: "გრიგოლ ფერაძე" და "მარაბდის გმირები".

პროექტში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა სამრევლოებმა:

ანჩისხატის ტაძარი - დეკანოზი არჩილ ხაჩიძე;

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი - დეკანოზი ლუკა ბუჩუკური;

წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი - მღვდელი ზაქარია ინატაშვილი;

ვარკეთილის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი - დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე;

დიდუბის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი - მღვდელი ნიკოლოზ როინიშვილი.

მსგავსი განცხადებები: