გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,,იცანი" ორგანიზებით იმართება.
მორიგი, რიგით მეათე საღამო მიეძღვნა ღირსი მამა ალექსი შუშანიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
საღამო გუშინ, 2023 წლის 31 იანვარს, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში გაიმართა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი
















































