წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მიხედვით დადგმული სპექტაკლის წარმოდგენა თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში


2023 წლის 22 ნოემბერს, თბილისის 54-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი "გრიგოლ ფერაძე", რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკა კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა ლევან ალადაშვილმა.

მსგავსი განცხადებები: