გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლის წარმოდგენა რუსთავში


2023 წლის 15 დეკემბერს, რუსთავის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ორგანიზებით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო სპექტაკლი "ბაქანი" (გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების მიხედვით), რომლის მიზანიც სამომავლოდ არის მისი ჩვენება ქალაქ რუსთავის სკოლებში.

ღონისძიებას დაესწრნენ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და აგრეთვე, წარმადგენლები საქართველოს საპატრიარქოდან, რუსთავის ეპარქიიდან, რუსთავის რესურსცენტრიდან, რუსთავის მერიიდან, თეატრალური უნივერსიტეტიდან და რუსთავის დრამატული თეატრიდან.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: